pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 411

მედიაჰოლდინგმა "იმედი" ტელეკომპანია "მაესტრო" იყიდა

მედიაჰოლდინგმა "იმედი" ტელეკომპანია "მაესტრო" იყიდა
მედიაჰოლდინგმა "იმედი" ტელეკომპანია "მაესტრო" იყიდა

მედიაჰოლდინგმა "იმედმა" ტელეკომპანია "მაესტრო" შეისყიდა. რაც შეეხება GDS-ს, მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მედიაჰოლდინგ "იმედის" მფლობელის ინა გუდავაძის განცხადებით, მოლაპარაკეკები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგ "იმედის" შემადგენელი ნაწილი.

ინა გუდავაძის თქმით, ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება GEORGIAN DREAM STUDIO-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში. იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, მედიჰოლდინგი "იმედი" ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხეს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სეპქტრის მოთხოვნებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან.

სტუდია "მაესტრო" შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით.