pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 380

სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება

სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება
სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება, რის თაობაზე განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში გააკეთეს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი ადამიანური კაპიტალია და ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის. სწორედ ამიტომ, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები შეჯიბრს სხვა სკოლის მოსწავლეებთან გამართავენ, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.

კამპანიის წარმატებით წარმართვისთვის უკვე არსებობს საფუძველი, რადგან სამი წელია წარმატებით ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სპორტის 7 სახეობას მოიცავს და მასში 350 სკოლის 12 000- მდე მოსწავლეა ჩართული. წელს კი, 1700-მდე სკოლის 100 000 მოსწავლე ცდილობს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვოს. შვიდივე სახეობის გამარჯვებული გუნდი მსოფლიო სასკოლო თამაშებზე მიემგზავრება.

მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში მასობრივად ჩართვა, ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისუფალი დროის სწორად განკარგვაში დაეხმარება, მოახდენენ სტიმულირებას ენერგია განათლებასა და სპორტში დახარჯონ, იყვნენ განათლებულნი და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღნი.