pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 660

საქართველოში 100-ზე მეტი ახალი სასკოლო კლუბი ჩამოყალიბდა

საქართველოში 100-ზე მეტი ახალი სასკოლო კლუბი ჩამოყალიბდა
საქართველოში 100-ზე მეტი ახალი სასკოლო კლუბი ჩამოყალიბდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფინანსებით საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი რეგიონული კლუბების/წრეების პლატფორმა.

დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს 12:00<ბრ>საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერიაში”.

განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგენენ შემაჯამებელ პრეზენტაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის „რეგიონული კლუბების/წრეების პლატფორმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ მიმდინარეობისას და წარმოჩინდება მასწავლებლის და სკოლის როლი ახალგაზრდის განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.

საგანმანათლებლო მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: პროექტის გამარჯვებული 100 მასწავლებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველოს“ წარმომადგენლები და განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტები.

პროექტი მიზნად ისახავდა საკლუბო/საწრეო საქმიანობის განვითარებას სკოლებში, მოსწავლეთა თვითრიალიზაციის ხელშეწყობას, მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში და ამ გზით, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები სასკოლო კლუბების მართვის შესახებ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლების ადმინისტრაციასთან, უფროს და წამყვანი მასწავლებლებთან. სულ გადამზადდა 500 მონაწილე, მოხდა მათი მუშაობის სუპერვიზირება და გამოვლინდა 100 საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელი.