pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 413

საქართველო-გერმანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველო-გერმანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიურად ითანამშრომლებს
საქართველო-გერმანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დოქტ. ჰაიკე ფაიჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მთავარ თემას საქართველო-გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ხარისხიანი და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების უზრუნველყოფის კუთხით გერმანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა პროექტებზე, რომელიც განხორციელდა და მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ფონდისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. ყოველივე ამისთვის და ზოგადად, საქართველოს განვითარების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის, მიხეილ ჩხენკელმა მადლიერება გამოხატა გერმანიისა და გერმანელი ხალხის მიმართ და გერმანიის ელჩს მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.