pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 601

პრე-აქსელერატორი 9.8 საჯარო პრეზენტაცია გაიმართა

პრე-აქსელერატორი 9.8  საჯარო პრეზენტაცია გაიმართა
პრე-აქსელერატორი 9.8 საჯარო პრეზენტაცია გაიმართა

სოციალურმა საწარმომ "გენერატორი 9.8" და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრმა 22 დეკემბერს, ინოვაციური პროექტის "პრე-აქსელერატორი 9.8"- ის დახურვითი პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი იდეების ფინალური პრეზენტაცია წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებისგან რჩევები მოისმინეს.

"პრე-აქსელერატორი 9.8" - 3 თვიანი პროგრამაა კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სტარტაპის (ბიზნესის) ან სოციალური საწარმოს დაარსება. პროგრამის მონაწილეებსმიეცათ საშუალება ემუშავათ სპეციალისტებთან ერთად, მიეღოთ პროფესიონალთა მენტორინგი დაგანევითარებინათ საკუთარი იდეები. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროთან არსებული “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხროციელდა.