pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 595

განათლების მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზ სმიტმა.

მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზების, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერაზე.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული საქმიანობისა და ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.


შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა მინისტრს, იანვარში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიო განათლების ფორმუზე დასასწრებად, ბრიტანეთის განათლების სახელმწიფო მდივნის მიწვევის წერილი გადასცა.