pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 488

Be.ge - მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული უფასო მიწოდების სერვისი

Be.ge - მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული უფასო მიწოდების სერვისი
Be.ge - მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული უფასო მიწოდების სერვისი

Be.ge - მომხმარებელს კომფორტზე ორიენტირებულ უფასო მიწოდების სერვისს სთავაზობს

Be.Ge საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ 25 000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტი.

აღნიშნულ ონლაინ მაღაზიაში (www.be.ge) წარმოდგენილია მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა (კომპიუტერული ტექნიკა, სამზარეულოს ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის და დასახელების მობილურები და სხვა). რაც მთავარია, კომპანიის კურიერი თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქტს მოგართმევთ არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. თბილისში მოქმედებს უფასო მიწოდება.

ინტერნეტ მაღაზიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის პრიორიტეტი ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა, როგორიცაა მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე მორგებული მომსახურება: პროდუქციის ფართო ასორტიმენტი; მისაღები ფასები; დეტალური ინფორმაცია პროდუქტების შესახებ; მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების ინოვაციური და მარტივი სისტემა, რომელიც გულისხმობს როგორც უნაღდო ანგარიშსწორებას (გადარიცხვას), ასევე გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით, განვადებით ან ბარათის მეშვეობით.

ასე რომ, ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს და ენერგიას, გახდით საქართველოში #1 ონლაინ მაღაზიის მომხმარებელი და შეიძინეთ სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, დაბალ ფასად და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით!