pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 566

ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების ფუნდამენტური დარგების უპირობო ხელშეწყობაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე. როგორც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე სამინისტრო ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, დამატებით საგრანტო კონკურსს დააფინანსებენ.

აქამდე თუ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში კონკურსები მონაცვლეობით, წლის გამოტოვებით ცხადდებოდა, სამინისტროს ინიციატივით, ამიერიდან ორივე ტიპის კვლევაში კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება.


მინისტრის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთ პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, გაძლიერდება არსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტები და მოხდება კიდევ ახალ პროგრამების მოძიება.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სამეცნიერო დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge