pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 526

19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება
19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს, 12:00 საათზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი, ჭავჭავაძის 7, მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრას ცენტრის დირექტორი - ნინო ჭელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟან-ივ ლავუა, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი - ჯეფ რენო, უნგრეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე - ანიკო ფარკაში, შესარჩევი კომისიის წევრები და ცენტრის კურსდამთავრებულები დაესწრებიან.

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციებს, კურსდამთავრებულებსა და თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, ერთად გააცნონ წლის შედეგები ფართო საზოგადოებას და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.

2017 წელი ცენტრისთვის 500-ზე მეტი სტიპენდიით, სამი ახალი სასტიპენდიო სქემით, საპარტნიორო პროგრამებითა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამებით იყო გამორჩეული. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ წლების მიხედვით გაცემული სტიპენდიების რაოდენობა ასე გამოიყურება: 2014 წელი - 77 სტიპენდია, 2015 წელი – 115 სტიპენდია, 2016 წელი – 122 სტიპენდია, 2017 წელი– 212 სტიპენდია.

2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი ახალი სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო აშშ-სა ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა) და უნგრეთის (სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში) მთავრობებთან თანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამები შეერთებულ შტატებში და უმაღლესის სამივე საფეხურზე სწავლა უნგრეთში შესაძლებელი გახდა თანამშრომლობითი პროგრამების დახმარებით.

2017 წელს ცენტრმა პირველად "კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო" კონკურსი გამოაცხადა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.

ღონისძიების ბოლოს მედიის წარმომადგენლებს ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალება მიეცემათ.