pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 164

სასამართლომ "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სასამართლომ "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" ლოგო, ერთ-ერთ მეწილე გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.

საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე ითხოვდა.

მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს.

ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.

ფაქტს გამოეხმაურა ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ინტერესებს დაუკავშირა.

"დღეს ქოც-სასამართლომ ჩამოართვა "მაესტროს" ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს ბაჩო კიკაბიძეს ბრენდი “მაესტრო“ და გადასცა "მაესტროს" ამჟამინდელ დე-ფაქტო მფლობელს ირაკლი რუხაძეს. აი ასე "გულაობენ" ქოცები და მათი "მოურავები" ოღოდ ადრე თუ გვიან ყველაფერს მაინც დავიბრუნებთ. მანამ კი მიდით ბიჭებო ძალა აღმართს ხნავს. სამწუხაროა, რომ სასამართლოში მოლოდ რ2 მოვიდა სხვა მედიებს ეტყობა არ აინტერესებს ერთ დროს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის "მაესტროს" ბედი", - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ღლონტი.

ტელეკომპანია "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებული სასამართლო დავა მარტში დაიწყო.