pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 723

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშადედ სცნო

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშადედ სცნო
კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშადედ სცნო

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ სცნო.

რომან შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე გახსნილად 5 ივნისს გამოაცხადა.

რაც შეეხება დავით ცინდელიანის მკვლელიბას, რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დავით ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დავით ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.