pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 260

დავით დარჩიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ გამორიცხავს

დავით დარჩიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ გამორიცხავს
დავით დარჩიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ გამორიცხავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს.

დარჩიაშვილმა "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ პარტიაში სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებია და თუკი, მოძრაობა ძველ სტრატეგიულ მიმართულებას გადაუხვევს, ის პარტიაში თავის თავს ვეღარ ხედავს.

"დაველოდები მოვლენათა განვითარებას. ვთქვი, რომ ამ ფორმით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ალბათ, აღარ იარსებებს. თუკი ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდათ მიხეილ სააკაშვილისგან სტრატეგიულ საკითხებზე, თუკი ის ხალხი არ იქნება პარტიაში, ვერც მე ვხედავ ჩემს თავს და ვერ პარტიას იმ ფორმით, რომელიც ის თავის დროზე იყო",- განაცხადა დარჩაიაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ე.წ. ბოკერიას ჯგუფსა და ექსპრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილს შორის არის. პარტიის წევრებს მიხეილ სააჯკაშვილისგან განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ.

პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობა" 2001 წელს დაფუძნდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პარტია 2003 წელს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2012 წელს პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში.