pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 820

ავიაკატასტროფების მსხვერპლთა რაოდენობა 2016 წელს 24,5 %-ით შემცირდა

ავიაკატასტროფების მსხვერპლთა რაოდენობა 2016 წელს 24,5 %-ით შემცირდა
ავიაკატასტროფების მსხვერპლთა რაოდენობა 2016 წელს 24,5 %-ით შემცირდა

მსოფლიოში მომხდარ ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობა 2016 წელს 24,5%-ით შემცირდა 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ექსპერტები ავიაკატასტროფების ძირითად მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ კვლევის თანახმად, 2016 წელს მომხდარ ავიაკატასტროფებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი 26 დეკემბერს, ქალაქ სოჭთან ახლოს, შავ ზღვაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითფრინავის კატასტროფას მოჰყვა. ავარიას 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა. ხოლო ყველაზე ნაკლები მსხვერპლი 2 თებერვალს, Dallo Ailines Flight 159-ის ჩამოვარდნას მოჰყვა და სომალიში ამ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2015 წელს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Metrojet FLight 9268 ჩამოგდების შემდეგ დაფიქსირდა. ტერორისტების მიერ გასროლილმა რაკეტამ თვითფრინავი ჰაერში ააფეთქა და 224 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე ნაკლები მსხვერპლი 24 მარტს Germanwings Flight 925-ის ესპანეთიდან გერმანიის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავის ჩამოვარდნას მოჰყვა – დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს ავიაკატასტროფებს 391 ადამიანი შეეწირა, ხოლო 2015 წელს 518.

სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ავიაკატასტროფების მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 1972 წელს ფიქსირდება. ამ წელს დაღუპულთა რიცხვმა 2500 შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიური ავიაკატასტროფების და დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალობების კატასტროფებისა და მათ მსხვერპლთა რაოდენობასთან შედარებით.