pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 604

"ციხის კადრების" ავტორი პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს

"ციხის კადრების" ავტორი პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს
"ციხის კადრების" ავტორი პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს

"ციხის კადრების" ცნობილი ავტორი საზოგადოებამ შესაძლოა ტელეკომპანია „თბილისი 24“-ის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად იხილოს. ამის შესახებ ბედუკაძემ "პირველს" განუცხადა.

მისი თქმით, გადაცემის იდეა მას ეკუთვნის და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება, როდის გავა გადაცემა ეთერში. 

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შპს „თბილისი 24“, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის უწყებრივ რეესტში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა, მის მფლობელობაშია, ბედუკაძემ უარყო.

კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. „თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

შპს „თბილისი 24“- ის დირექტორი გოჩა ნაჭყებიაა. ნაჭყებიასა და პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ ბედუკაძეს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრები არიან.