pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 2681

ქართული ფილმი მაკედონიის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართული ფილმი "დედა" მაკედონიის კინოფესტიველის გამარჯვებულია
ქართული ფილმი "დედა" მაკედონიის კინოფესტიველის გამარჯვებულია

ქართული მხატვრული ფილმი "დედა", რომელიც მარტოხელა დედებს ეძღვნება, მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალზე TIFF-ზე წარდგენილ 855 ფილმს შორის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ქართული ფილმის წარმატების შესახებ ინფორმაცია ფილმის რეჟისორის რატი წითელაძის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა. "დედა" მსოფლიო მაშტაბით 100-მდე საერთაშორისო ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. 

ფილმს ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული აქვს პრიზები შემდეგ ნომინაციებში: "საუკეთესო ფილმისთვის", "საუკეთესი ქალი მსახიობსთვის" (ნინო ვარსიმაშვილი) და "საუკეთესი ოპერატორისთვის" (რომან სიმოიანი), - ნათქვამია ფილმის რეჟისორის მიერ გავმრცელებულ ინფორმაციაში.