pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 2348

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება. foto: pia.ge
თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება. foto: pia.ge

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სს "ბიომედიკალს გეო" 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოს შექმნის.

საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება. 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სს "ბიომედიკალს გეოს" საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ, მიწის ნაკვეთი  გადასცა.

აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.