pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 2909

"სილიკონ ველი თბილისი" ხვალ ოფიციალურად გაიხსნება

"სილიკონ ველი თბილისი" ხვალ ოფიციალურად გაიხსნება
"სილიკონ ველი თბილისი" ხვალ ოფიციალურად გაიხსნება

ყველაფერი ერთ სივრცეში - სწაველბა, გადამზადება, დასაქმება - "სილიკონ ველი თბილისი" ხვალ, 16 სექტემბერს, 14 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტის,პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური სასწავლო და დასაქმების ცენტრის  გახსნას მოწვეული სტუმრები და ოფიციალური პირები დაესწრებიან.

"სილიკონ ველი თბილისი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტს, IT აკადემიას, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორს, ბიზნეს აქსელერატორს, სკოლას, ტექნოლოგიების საკვირაო სკოლას, სპორტულ ინფრასტრუქტურას ერთ სივრცეში აერთიანებს.

მისამართი:ბაგები, ჭავჭავაძის გამზირი 82.