pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 1726

ამერიკული ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა

ამერიკული ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. foto: pia.ge
ამერიკული ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. foto: pia.ge

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" ახალი ენერგეტიკული სასმელის "Rad Rain"- ის წარმოება დაიწყო.

"ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო  პროდუქტი მისაღებ ფასად. 

მოგეხსენებათ, რომ "ზედაზენმა" უკვე  შესთავაზა მომხმარებელს ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს გამაგრილებელი სასმელი RC Cola, რომელმაც საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და გაყიდვების ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი ნაბიჯები -   ამჯერადაც გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ იქნა მიღებული. 

კომპანიამ ჩათვალა, რომ ენერგეტიკული სასმელის მომხმარებელი ნამდვილად იმსახურებდა "Rad Rain"-ს. 
სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა" , - განაცხადა კომპანია "ზედაზენის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა.

"ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain"- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო, ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი  მომხმარებლისთვის როგორც   მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე  ფასით" , - განაცხადა სს "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე  ცეზარ  ჩოჩელმა. 

მისივე  თქმით კომპანია აგრძელებს მომხმარებლზე ზრუნვას და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ  სიახლეს  შესთავაზებს - "ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის  ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის".

შეგახსენებთ, რომ "Rad Rain"-ი ცნობილი ამერიკული კომპანიის  Royal Crown Cola-ს ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 

2016 წლის მაისიდან  სს "ქართული ლუდის კომპანია" საქართველოში "Rad Rain"-ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა. 

ახალი ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain"- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლლ-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება 1 ლარი.